სისხლის სამართლის დავები
ჩვენს საადვოკატო ბიუროში დასაქმებულნი არიან საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატები, რომელთაც გავლილი აქვთ ბრალდებული/მსჯავრდებული არასრულწლოვნის საქმის წარმოების ტრენინგი.

სისხლის სამართლის ადვოკატები გთზავაზობენ:

• დაკავებულთან ვიზიტი - ეს არის ერთჯერადი მომსახურება და ამ შემთხვევაში ადვოკატი ამოწმებს დაკავებულის ჯანმრთელობის და უფლებრივ მდგომაროებას დროებითი მოთავსების იზოლატორსა და პენიტენციურ დაწესებულებაში (ციხეში).
• ბრალდებულის დაცვა - სისხლის სამართლის ადვოკატები იცავენ ბრალდებულის კანონიერ ინტერესებსა და ინტერესებს სამართალდამცავ ორგანოებში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, დაკავებისას და სასამართლოში საქმის წარმოებისას.
• არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატები იცავენ არასრულწლოვნების ინტერესებს საპროცესო მოქმედების ჩატარების და საქმი წარმოების სხვადასხვა ეტაპებზე.
• წარმომადგენლობა პოლიციაში - დაზარალებულის, მოწმის სტატუსით დაკითხვის/გამოკითხვის, სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას ჩვენი ბიუროს ადვოკატი წამოგყვებათ სამართალდამცავ ორგანოში ან სხვა უწყებაში და გაგიწევთ წარმომადგენლობას და დაცვას.
• გადაწყვეტილების გასაჩივრება - ჩვენი ბიუროს ადვოკატები მზად არიან გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმის წარმოება გააგრძელონ სააპელაციო/საკასაციო სასამართლოში. ჩვენი ადვოკატები ასევე გაასაჩივრებენ გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო მოქმედებას.


დაკავებულის უფლებების დაცვის მიზნით მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 568 660 558


სტატიები ამ თემაზე