საოჯახო დავები
ჩვენი კომპანიის ადვოკატები მუშაობენ სხვადასხვა ტიპის საოჯახო დავებზე. ბიუროში დასაქმებულები არიან საოჯახო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატები, რომლებიც აწარმოებენ საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე საქმეებს მოლაპარაკების ან სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

ჩვენი კომპანიის ადვოკატები აწარმოებენ ყველა ტიპის საოჯახო სამართლებრივ საქმეებს, მათ შორის:

  • განქორწინება - ჩვენი კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას განქორიწნების საქმეებზე, როგორც მოლაპარაკების, ასევე სასამართლოში საქმის წარმოების გზით . ჩვენი ადვოკატები განქორწინების საქმეს აწარმოებენ როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. შეგიძლიათ ჩვენი კომპანიის ადვოკატებთან გაიაროთ კონსულტაცია და განქორწინებასთან ერთად განიხილოთ ქონების ან არასრულწლოვანი შვილების საკითხი.

  • ქორწინების ბათილობა - ჩვენი კომპანია გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას სასამართლოს გზით ქორწინების ბათილად ცნობის საქმეებზე. ჩვენი კომპანიის ადვოკატებთან კონსულტაციის მეშვეობით შეგიძლიათ გაიგოთ ქორწინების ბათილობის კანონისმიერი საფუძვლები და მისი იურიდიული შედეგები. 

  • ალიმენტის დაკისრება - ჩვენი კომპანიის ადვოკატები დაიცავენ თქვენსა და თქვენი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს ალიმენტის დაკისრების საქმეებზე. ჩვენი ბიუროს ადვოკატები დაგეხმარებიან ჩამოაყალიბოთ თქვენი მოთხოვნა და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს მეშვეობით უზრუნველყოთ თქვენი უფლებების რეალიზაცია.

  • მშობლის უფლების ჩამორთმევა/შეზღუდვა - ეს ბერკეტი გამოიყენება მაშინ , როდესაც ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მხირად ბავშვს ადგება ისეთი სახის ზიანი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ნორმალურ განვითარებას და უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ასეთი მოქმედება შეიძლება იყოს მშობლის დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ საშუალებაზე, მშობლის მიერ შვილის მიმართ უხეშ მოპყრობაზე ან ძალადობაზე და ა.შ. ამ ტიპის საქმის წარმოებისას ჩვენი ადვოკატები დეტალურად განიხილავენ საქმის ყველა მნიშვნელოვან გარემოებას და პრიორიტეტად მიიჩნევენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

  • არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანა - ასეთი პრობლემით ჩვენს ბიუროს მომართავენ მაშინ, როდესაც მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის საკითხზე. საზღვრის კვეთა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბავშვის განათლებასთან, მკურნალობასთან ან ბავშვისთვის სასარგებლო სხვა მიზანთან. ჩვენი კომპანიის ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს სასამართლოში არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანის საქმეებზე. 

  • არასრულწლოვან შვილთან მშობლის ურთიერთობის მოწესრიგება - სამწუხაროდ, ხშირად, მშობლები ვერ თანხმდებიან არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის პირობებზე. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, ამ ურთიერთობის სასამართლოს მეშვეობით მოწესრიგება. ჩვენი კომპანიის საოჯახო სამართალში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს ინტერესებს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისა და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საქმეებზე. 

გაითვალისწინეთ, რომ საოჯახო სამართლებრივ დავები საჭიროებენ სპეციფიკურ მიდგომას, ამიტომ, საჭიროა, მობრძანდეთ ჩვენს ოფისში, სადაც დეტალურად გაიგებთ საოჯახო დავების საქმის წარმოების პროცედურას, ვადებს, მომსახურების საფასურსა და სხვა საჭირო ინფორმაციას.

შეხვედრისათვის დაგვიკავშირდით: 598 456 199 ან 568 660 558 


სტატიები ამ თემაზე