English

უძრავი ქონება

 


ჩვენი გუნდი გთავაზობთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციასა და სრულ იურიდიულ მომსახურებას. უძარვ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმომადგენლობას სანოტარო ბიუროში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში. 


უძრავი ქონების რეგისტრაცია:


1. პირველადი რეგისტრაცია - მიწის ნაკვეთის ან შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მაგ: მებაღის წიგნაკი, მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო სია) საფუძველზე, ასევე შუამდგომლობა საკუთრების უფლების აღიარების კომისიასთან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით, ამომველებთან შუამდგომლობა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის, ასევე შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზის მომზადების მიზნით;


2. შემდგომი რეგისტრაცია -  საკუთრების უფლების რეგისტრაცია სამკვიდრო მოწმობის (სერვისი მოიცავს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად საჭირო ყველა პროცედურას, მათ შორის ნოტარიუსთან შუამდგლომლობას); ნასყიდობის, ჩუქების, გაცვლის, სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე უძრავი ქონების იპოთეკით ან სხვა სანივთოსამართლებრივი ვალდებულებით დატვირთვა. (სერვიტუტი, უზუფრუქტი, წინარე ნასყიდობა)


3. რეგისტრირებულ მონაცემებში სუბიექტის ან ობიექტის ცვლლილების რეგისტრაცია, რაც გულისხმობს, თანამესაკუთრის დამატებას, რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის რეგისტრაციას (სათანადო სამშენებლო დოკუმენტაციის (როგორიცაა მშენებლობის ნებართვა და შემდგომში ექსპლუატაციაში მიღების აქტი) მოპოვების შესაძლებლობით), უკვე რეგისტრირებული შენობა-ნაგებობის ფართის ცვლილებას (ახალი შიდა აზომვითი ნახაზის დამზადების შესაძლებლობით), რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების ცვლილებას (სათანადო საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიმზადების პერსპექტივით)


4. კორპუსის წითელი ხაზების დამტკიცება, ან უკვე რეგისტრირებული წითელი ხაზების საზღვრების ცვლილების რეგისტრაცია; (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სათანადო კრების ოქმის შედგენის შესაძლებლობით) სათანადო დოკუმენტების მოწესრიგებას/მომზადებას, მარეგისტრირებელ ორგანოში უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესში დახმარებას და საჭირო ხელშეკრულებების მომზადებას, მათ შორის, ნასყიდობის, ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულებების შედგენას.





სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები