English

სისხლის სამართლის დავები

ჩვენი კომპანია გთავაზობთ საადვოკატო მომსახურებას სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენს კომპანიაში დასაქმებულნი არიან საქართველოს ადვოკატთა ასოცაციის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატები. ადვოკატები სპეციალიზებულები არიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაშიც და შესაბამისად, აქვთ არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის/მოწმის/დაზარალებულის წარმომადგენლობის უფლებაც.


სისხლის სამართლის ადვოკატი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:


ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა - გულისხმობს სრულ საადვოკატო მომსახურებას და ბრალდებულის ინტერესების დაცვას სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლოში. კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, სასამართლოს ყველა ინსტანციაში საქმის წარმოებისას.


დაკავებულთან/ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ვიზიტი - გულისხმობს ერთჯერად მომსახურებას და ამ შემთხვევაში ადვოკატი ამოწმებს დაკავებულის უფლებრივ მდგომაროებას დროებითი მოთავსების იზოლატორსა და პენიტენციურ დაწესებულებაში (ციხეში). დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან ვიზიტის მომსახურება შესაძლოა განხორციელდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში.


ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა საპროცესო შეთანხმების დადებისას - გულისხმობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების დაცვას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების დადებისას. ჩვენი ადვოკატები გაგიწევენ კონსულტაციას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, გაგაცნობენ თქვენს უფლებებს და საპროცესო შეთანხმების დადების შემდეგ მოსალოდნელ შედეგებს. მომსახურება მოიცავს მოლაპარაკების ეტაპს, მის დადებასა და სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დადებისას წარმომადგენლობას.


მოწმის/დაზარალებულის წარმომადგენლობა - გულისხმობს მოწმის, დაზარალებულისა და სავარაუდო დაზარალებულის უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში. აღნიშნული მოიცავს, როგორც საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრებას, მათ შორის გამოკითხვის დროს, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, პროკურატურასა და სასამართლოში გამოძიების ეტაპზე და გამოძიების დაწყებამდეც იურიდიულ მომსახურებას, საჩივრებისა და განცხადების წარდგენის გზით.





სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები