ალიმენტის დაკისრება

ალიმენტის დაკისრება

გამოქვეყნების თარიღი: 2018-04-15


მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება, მათ უნდა ამყოფონ შვილები ნორმალური განვითარებისათვის საჭირო პირობებში. როგორც წესი ალიმენტის ოდენობასა და მისი გადახდის წესზე მშობლები თავად თანხმდებიან, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ერთ-ერთი მშობელი არღვევს გადახდის პირობას და საქმე მაინც სასამართლოში გადაინაცვლებს.

ჩვენი კომპანიის საოჯახო დავებში სპეციალიზებული ადვოკატები დაიცავენ თქვენს და თქვენი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს ალიმენტთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში.

ჩვენ მშობლებს ვეხმარებით მოთხოვნის ფორმულირებაში, ამისათვის აუცილებელია, განისაზღვროს არასრულწლოვნის  საჭიროებები, მაგალითად: ბავშვი შეიძლება სწავლობდეს კერძო სკოლაში/ბაღში, დადიოდეს სხვადასხვა წრეზე, სჭირდებოდეს განსაკუთრებული პირობები ან მკურნალობა, ექიმთან პერიოდული კონსულტაცია და მედიკამენტები.

ასევე, აუცილებელია, მოძიებული იქნას მტკიცებულებები მშობლის შემოსავლების შესახებ. კლიენტს შეუძლია თავად წარმოგვიდგინოს ინფორმაცია ან/და დოკუმენტები რითაც დასტურდება ბავშვის საჭიროებები და მოპასუხის შემოსავლები, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კომპანიის ადვოკატები თავად დაგეხმარებიან სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებების მოპოვებაში. 

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო ადგენს ალიმენტის ოდენობას.

ალიმენტის დაკისრების საქმეზე აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატბითი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ოფისში. ჩვენთან ალიმენტის საქმეზე კონსულტაცია უფასოა.
 
გაითვალისწინეთ, რომ ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი გათავისუფლებულია სასამართლო ბაჟის გადახდისაგან. ასევე, ალიმენტის მოთხოვნისათვის არ არის აუცილებელი მშობლები იმყოფებოდნენ რეგისტირებულ ქორწინებაში.

ავტორი: ბექა მოსაშვილი


სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები