ქორწინების ბათილობა

ქორწინების ბათილობა

გამოქვეყნების თარიღი: 2018-03-16


ქორწინების ბათილობა ხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს ის შემთხვევა არის, როდესაც არსებობს რამდენიმე ქორწინება. კერძოდ, თუკი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ფიქსირდება ორი ან მეტი რეგისტრირებული ქორწინება, ასეთ დროს დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მისი ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
პრაქტიკაში ხშირად ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როცა პირები (ქმარი და ცოლი) არეგისტრირებენ ფიქციურ ქორწინებას რაიმე მიზეზით (მაგრამ მიზნად არ ისახავენ ოჯახის შექმნას) , შემდეგ არ ახსოვთ ამ ქორწინების შესახებ და წლების შემდეგ ხელახალი ქორწინების დროს თავს იჩენს ეს პრობლემა, ან არის შემთხვევბი როდესაც ერთი მხარე დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და პირს ხელი ეშლება ხელახალი ქორწინების რეგისტრაციაში.
ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველია ასევე: ქორწინება ისეთ პირზე, რომელსაც არ მიუღწევია საქორწინო ასაკამდე, ასევე ქორწინება მოხდა იძულებით.
თუკი გაქვთ ასეთი პრობლემა და გსურთ განქორწინება უნდა მიმართოთ ადვოკატს, მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ადვოკატი უზრუნელყოფს საქმის წარმოებას სასამართლოში. პირველ ეტაპზე ხდება სარჩელის მომზადება და სასამართლოში შეტანა. შემდეგ სასამართლო სხდმაზე თქვენი ადვოკატი დასაბუთებულად უთითებს იმ მიზეზზე, რის გამოც სასამართლომ ბათილად უნდა ცნოს ქორწინება.
ქორწინების ბათილად ცნობა არ ხელყოფს ქორწინების შედეგად დაბადებული შვილების უფლებებს.

ავტორი: ბექა მოსაშვილი


სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები