რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება?

რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება?

გამოქვეყნების თარიღი: 2018-03-13


ყოველდღიურად უამრავი სახის გარიგებები იდება ადამიანებს შორის, ასევე ბიზნესში როგორ სერვისის, აგრეთვე საქონლის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებებს ამზადებენ იურისტები.
სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეპირსიტყვიერად, რაც პრაქტიკაში არც ისე იშვიათია და შედეგიც შესაბამისად არც ისე სახარბიელოა. ასეთ დროს ხელშეკრულების მხარეები ზოგავენ დროს და ფინანსებს და ნდობაზე დაყრდნობით ზეპირსიტყვიერად ცდილობენ მოაწესრიგონ მათ შორის ურთიერთობა. სამწუხაროდ ასე დადებულ ხელშეკრულებას ხშირად მოჰყვება დავა და უარყოფითი შედეგებიც. ალბათ ბევრისთვის საინტერესოა ის, თუ რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება წერილობითი ფორმით. პირველ რიგში როდესაც ხელშეკრულებას წერილობით დებთ არ უნდა იფიქროთ დროის და ფინანსების დახარჯვაზე, რომელსაც იურისტს გადაუხდით. რადგან წერილობით მომზადებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხი დარეგულირებული იყოს დეტალურად, ისე რომ ორივე მხარის უფლებები და ინტერესები იყოს დაბალანსებული და დაცული.
პრაქტიკაში ხშირად ხელშეკრულებას თავად მხარეები ამზადებენ, რადგან დღეისათვის ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ხელშეკრულებები შაბლომები. მაგრამ „შაბლონურ ხელშეკრულებას“ აქვს თავისი მინუსები, ისინი ვერ ერგებიან ყველა სახის ურთიერთობას და მასში ვერ იქნება დეტალურად გათვალისწინებული ის საკითხები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თუკი გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი საქმე აკეთოდ კანონის დაცვის ფარგლებში და იყოთ დაცული სამომავლო ხარჯებისგან და სასამართლო დავისგან, მიმართეთ იურისტს, რომელიც არის სპეციალისტი მოცემულ საკითხში და რომელმაც იცის როგორ მოამზადოს თქვენს ურთიერთობაზე მორგებული ხელშეკრულება ისე, რომ დაცული იყოს როგორც კანონმდებლობა, ასევე მხარეთა ინტერესები.
ჩვენი იურიდიული კომპანია სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნებისმიერი ტიპის და სირთულის ხელშეკრულების მომზადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე. იმისათვის რომ ხელშეკრულება იყოს გამართული, საჭიროა მხოლოდ იურისტს მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას ხელშეკრულების მომზადებისას.

ავტორი: ბექა მოსაშვილი

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები