ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი

ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი

გამოქვეყნების თარიღი: 2018-02-28


ორგანიზაციის/კომპანიის დასარეგისტრირებლად აუცილებელია დამფუძნებელთა შეთანხმების - წესდების შეტანა მარეგისტრირებელ უწყებაში. ორგანიზაცია შეიძლება იყოს მოგებაზე ორიენტირებული ან არაკომეორციული დანიშნულების. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილი გვაქვს დავაფუძნოთ ორგანიზაცია, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა უნდა იყოს ორგანიზაციის საქმინობის მიზანი და სფერო. თავისთავად ორგანიზაციის წესდების სპეციფიკა დამოკიდებულია ამ საკითხებზეც.

იმისათვის, რომ ორგანიზაცია იყოს სამართლებრივად მოწესრიგეული, მნიშვნელოვანია, რომ წესდებაში ყველა საკითხი დამფუძნებელებს/პარტნიორებს დეტალურად და ნათლად ჰქონდეთ ჩამოყალიბებული. გამართული წესდება, რომელიც მომზადებული იქნება კვალიფიციური იურისტების მიერ, შემდგომში აუცილებლად აგარიდებთ თავიდან სამართლებრივ ხარვეზებს.

ჩვენი კომპანია კლიენტებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციის რეგისტრაციას და ამისათვის ყველა საჭირო პროცედურის წარმოებას კლიენტის სახელით.

ავტორი: ბექა მოსაშვილი


სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები