პირობითი გარიგებანი

პირობითი გარიგებანი

გამოქვეყნების თარიღი: 2018-11-02


გარიგება არის ცალმხრივი,
ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობების
წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადებისას პირველ რიგში გასათვალისწინებელია
გარიგების დადების მიზანი. სამოქალაქო კანონმდებლობაში არ არსებობს შეზღუდვა მხარეებმა
შესაძლოა ნებისმიერი მიზნით დადონ ხელშეკრულება. ასევე შესაძლებელია ხელშეკრულების
დადება რაიმე პირობით, რომელსაც პირობით ან პირობადებულ გარიგებას უწოდებენ.   

პირობითად ითვლება
გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ გარიგების
შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით
გათვალისწინებულია შემთხვევის მნიშვნელობაც რომელთან დაკავშირებითაც იდება გარიგება.
აღნიშნული შემთხვევა არ უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ან/და ამორალური რაც მოიცავს
იმას, რომ არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო. ასევე პირობა რომლის დადგომაც არის ამორალური
გერიგების ბათილობის აბსოლიტური საფუძველია. საქართველოს სასამართლო პრაქტიკის მიხედვით
ამორალურად შეიძლება ჩაითვალოს კანონისმიერი მემკვიდრეების შეთანხმება მამკვიდრებლის
გარდაცვალების შემდეგ ქონების გაყოფის თაობაზე. გასათვალისწინებელია ასევე ის შემთხვევაც,
რომ თუ პირობა რომელთან დაკავშირებითაც დაიდო ხელშეკრულება არ დადგა გარიგება ძალადაკარგულად
ითვლება ამ ვადის გასვლის შემდგომ.

პირობა შიძლება
იყოს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური. პოზიტიური პირობა გულისხმობს გარემოებას რომლის
დადგომასაც ელოდებიან მხარეები რათა ხელშეკრულება შესრულდეს. ნეგატიური პირობისას კი
იდება ხელშეკრულება იმ პირობით, რომ რაიმე მოვლენა არ დადგება განსაზღვრულ დროში. იმ
შემთხვევაში თუ ეს ვადა გავა მოვლენის დადგომის გარეშე პირობა შესრულებულად ითვლება.
პირობა ასევე შესრულებულად ჩაითვლება თუ აშკარა ხდება რომ მოვლენის დადგომა შეუძლებელია.

პირობითი გარიგების
დადებისას ასევე აღსანიშნავია ის საკითხიც, რომ პირებს არ აქვთ უფლება, მოვლენის დადგომა-არდადგომაზე
მოახდინონ პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. ასეთი არსებობის შემთხვევაში კი მეორე მხარეს
აქვს უფლება იდაოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ასევე მოვლენა რომელიც დააბრკოლა
ან ხელი შეუწყო მხარემ არაკეთილსინდისერად მეორე მხარის სასარგებლოდ წყდება.



ავტორი: გუგა ლექვინაძე


სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები