ადმინისტრაციული საჩივარის მნიშვნელობა

ადმინისტრაციული საჩივარის მნიშვნელობა

გამოქვეყნების თარიღი: 2018-10-26


სახელმწიფო საჯარო ინტერესის განმახორციელებელ ორგანიზმს წარმოადგენს. იგი ეწევა მმართველობით საქმიანობას, რომლის დანიშნულებაა საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. იმას, თუ რამდენად მართლზომიერია სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტი, განსაზღვრავს კონკრეტული შესაბამისი კანონები. თუმცა რამდენად შესაბამისია გამოცემული აქტები შესაბამის კანონებთან ცალკე შეფასების საგანია.

მოქალაქე, რომელსაც აქვს ინტერესი გაეცნოს საჯარო დაწესებულების მუშაობას და საჯარო დაწესებულებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს უფლება აქვს ჩაერთოს ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე საჯარო დაწესებულებას გამოაქვს ინივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი (ინდ-აქტი), რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს დოკუმენტს. ინდ-აქტის მიზანია იურიდიული შედეგის დადგომა, კერძოდ, იგი აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ნებისმიერ პირს, რომელსაც ეხება ინდ-აქტი, აქვს მისი გასაჩივრების უფლება. ასევე მის გამოცცემისათვის მოსამზადებელ სამართალწარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება და აზრის დაფიქსირება. 

არის შემთხვევები, როდესაც პირი საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემულ აქტს არ ეთანხმება. ასეთ შემთხვევაში მას აქვს აქტის გასაჩივრების უფლება იმავე დაწესებულების ზემდგომ ორგანოში, რომელსაც ადმინისტრაციული საჩივარი ეწოდება. ადმინისტრაციული საჩივრის არსებობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სასამართლოს განტვირთვა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსიდანაც მკაფიოდ იკვეთება, კერძოდ, ადმინისტრაციული საჩივრის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო არ მიიღებს სარჩელს. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის პრიორიტეტად შეიძლება განიხილოს ვადების საკითხი, ვინაიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადას წარმოადგენს ერთი თვე.

ვინაიდან ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს ადმინისტრაციული ორგანო, საზოგადოების მხრიდან ნაკლებია ნდობის საკითხი. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაც ხშირია პრაქტიკაში. ასევე ადმინისტრაციული საჩივარი არ ართმევს მხარეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მხარეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს.


ავტორი: გუგა ლექვინაძე

სტატიები ამ თემაზე

ჩვენი სერვისები