ჩვენი სერვისები



ბოლო სტატიები ჩვენს ბლოგზე


ჩვენი იურიდიული კომპანიის საქმიანობის შესახებ:


იურიდიული კომპანია - iuristi.ge

ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირთადი მიმართულება კლიენტების სასამართლოში წარმომადგენლობაა. ჩვენი გუნდი შედგება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატებისგან, რომლებიც იცავენ კლიენტთა ინტერესებს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენი ადვოკატები ემსახურებიან როგორც ინდივიდუალურ კლიენტებს, ასევე ნებისმიერი სიდიდის კომპანიებს.

საადვოკატო მომსახურება ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის, ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ წარმომადგენლობასა და თქვენი ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებსა (იუსტიციის, საგადასახადო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა) და კერძო პირებთან ურთიერთობებში. ჩვენი გუნდის წევრთა რეპუტაცია დამატებითი ფაქტორი იქნება თქვენი პრობლემის თქვენთვის სასარგებლოდ გადასაჭრელად, გამოცდილება და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს, რისკების წინასწარ განსაზღვრას და საქმის სწრაფად და ეფექტურად დასრულებას.

მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტიპის იურიდიული მომსახურება აირჩიეთ, ჩვენი გუნდის ყველა წევრი, არის იგი ადვოკატი თუ იურისტი, მოქმედებს კომპანიის საერთო პრინციპების მიხედვით:

  • კვალიფიციური მომსახურება
  • კლიენტის ინფორმირებულობა
  • სწრაფი მომსახურება
  • ეთიკის უმაღლესი სტანდარტით მოქმედება
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

ჩვენი კომპანია კლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს ჩვენი საიტის მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია მისი საქმის სტატუსის შესახებ. მარტივად გამოსაყენებელი სისტემის საშუალებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ადგილიდან თვალყური ადევნოთ თქვენი საქმის მიმდინარეობას და მიიღოთ საჭირო ინფორმაცია. თქვენ შეძლებთ საქმეზე მომზადებული დოუკუმენტების გაცნობას, თვენს ადვოკატთან კომუნიკაციასა და მისი კომპეტენტურობის შეფასებას.

თქვენი საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაგება შესაძლებელია მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, რომელიც ჩვენს ოფისში გადმოგეცათ.